სასწავლო პროექტები



პორტფოლიო

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
დესპინე გრძელიშვილი
რაიონი
ონის
სკოლა
სოფელ გლოლის საჯარო სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ჩვენი გარემო
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ინტერნეტიდან გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებზე,გავლენ ბუნებაში,შეისაწავლიან ადგილობრივი გარემოს მოსწავლეები წარმოადგენენ მასალას შეაჯამებენ.დააჯგუფებენ და სისტემატიზაციას გააკეთებენ.გამართავენ დისკუსიას.შექმნიან ბროშურას.გაზეთს..
საგანი
ბიოლოგია
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური, IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
9 დღე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კვლ.IX.1მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კველევის საგანი და კვლევის ეტაპები
კვლ. IX2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა
კვლ. IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით
ბიოლ.IX.9მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
აყალიბებს კვლევის მიზანს,გამოთქვამს მოსაზრებას,ვარაუდს,არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს(მაგ.ცდით,საველე სამუშაოს ჩატარებისთ, გამოკითხვით,საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით).
არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს(ცხრილები,გრაფიკები,სიები,ფოტოები,ჩანაწერები)
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთოპოგენული ფაქტორის ზემოქმედების შესახებ. მასალას წარმოადგენს რეფერატის,ფოტომასალის ან ჩანახატის სახით.
ასახელებს ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად გარემოს ისეთი ცვლილებების მაგალითებს,რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე,გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ.
მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის გარემო?
თემატური კითხვები
  • რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
  • გარემოს დამაბინძურებელი რომელი ფაქტორები იცით?
  • თუ მიგიღიათ მონაწილეობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში?
შინაარსობრივი კითხვები
  • როგორ დავიცვათ გარემო  დაბინძურებისაგან?
  • რა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვენის დიაგრამა

მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენა.

მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენა.

21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასება.

ჩეკლისტები: პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობითი ჩეკლისტი- თანამშრომლობითი უნარების მონიტორინგისათვის.

ჟურნალი 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.
ინდივიდუალური მოხსენება რომელიომე კონკრეტულ საკითხზე, შეკითხვებზე პასუხი.
კვლევის ტესტი- მიმდინარე შეფასება.

მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს,.რათა გააანალიზოს მოსწავლეების გაგების დონე.
მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში

მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში ( პროგრესის მონიტორინგი)
საგაზეთო რუბრიკა

ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე

რეფლექსია
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემoწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ჩეკლისტები: პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობითი ჩეკლისტი- თანამშრომლობითი უნარების მონიტორინგისათვის.

ჟურნალი 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.
ინდივიდუალური მოხსენება რომელიომე კონკრეტულ საკითხზე, შეკითხვებზე პასუხი.
კვლევის ტესტი- მიმდინარე შეფასება.

მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს,.რათა გააანალიზოს მოსწავლეების გაგების დონე.
საგაზეთო რუბრიკა

ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე

რეფლექსია, ვენის დიაგრამა
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსაწავლეებს წარმოდგენა აქვთ  გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებზე.იციან კომპიუტერთან მუშაობა.
სასწავლო პროცედურები
აქტივობა1.მოსწავლეების წინარე ცოდნის გასაქტიურებლად საჭიროებების დასადგენად,შევთავაზებ საკავანძო კითხვებს. ვთხოვ პასუხები წარმოადგინონ წერილობით. შევაფასებ პასუხებს რუბრიკით. ავარჩევთ საკვანძო კითხვას და დავგეგმავთ პროექტს.მოსწავლეებს ვათხოვ გააკეთონ პორექტის წარდგენა . შექმნიან ბროშურას და გააკეთებენ პრეზენტაციას.შეფასებას გავაკეთებთ ბროშურისა და გაზეთის ჩეკლისტებით.( 1 დღე)
 აქტივობა 2.კლასს ვყოფ ჯგუფებად . კამათელის პრინციპით
    გავაგორებინებ მოსწავლეებს ორ კამათელს და გავანაწილებ მათ სხვადასხვა ჯგუფში. იმ რიცხვების ჯამის მიხედვით, რომლებიც მათ ორი კამათლის გაგორების შედეგად  ამოუვათ. მაგალითად, ის მოსწავლეები, რომლებიც ჯამში „შვიდს“ გააგორებენ, ერთ ჯგუფში განთავსდებიან. თუ ოთხი მოსწავლე გააგორებს „შვიდს“, წარმოიქმნება ორი პარტნიორული წყვილი.
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ ფორმატს ,რომელზეც გამოსახულია ვენის დიაგრამა,  ვთხოვ შეავსონ და წარმოადგინონ სუფთა და დაბინძურებული გარემოს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.მოვახდენთ შეფასებას.(1დღე)
  აქტივობა 3      ჯგუფები ინაწილებენ თავიანთ ახლო გარემოს(სკოლის ეზო,ქუჩა)კვლევისათვის შეადგენენ კითხვარს. და მოსახლეობაში ჩაატარებენ გამოკითხვას.(  2დღე)
აქტივობა 4.    მოსწავლეები წარმოადგენენ შედეგებს და გააკეთებენ შეჯამებას.მოახდენენ კვლევის შედეგების დაჯგუფებას და სისტემატიზციას. ჯგუფები იმსჯელებენ წარმოდგენილი პრობლემის გადაჭრის გზებზე.მოახდენენ დაჯგუფებენ გარემოსათვის ადამიანის სასრგებლიო და საზიანო ქმედებებს.(2დღე)
აქტივობა 5.   მოვიწვევთ სტუმარს,რომელიც ჩაატარებს საუბარს გარემოს დაბინძურების საკითხებზე,სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესიის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე და მათ მავნე ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ცოცოხალ ორგანიზმებზე. (1 დღე)
აქტივობა 6. მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტში მოიძიონ გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ამსახველი მასალა და მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგინონ.(1 დღე)
აქტივობა 7.მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და  გავმართავთ დისკუსიას.მოხდება პროექტის შეფასება და თვითშეფასება (1 დღე)









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლებმა შეიძლება შეასრულონ ნახატები.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვან მოსწავლეებთან დავიხმარ შესაბამისი ენის მასწავლებელს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები გამოიკვლევენ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის გარკავლენას გარემოზე.იმსჯელებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები.მოწვეული სტუმარი


 ტრენინგების რეფლექსია


დღე 1-გავეცანით ინტელის ტრენინგებს.ვისაუბრეთ სასწავლო პროექტების ეფექტურ დაგეგმვაზე,გავეცანით viuers-ს და მასში მუშაობას.
დღე 2-გავეცანით ბროშურის. გაზეთის მომზადებას,საავტორო უფლებებს და ბიბლიოგრაფიას.
    გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,გავმართეთ დისკუსია.
დღე3-შევადგინეთ შეფასების გეგმები.ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ სტანდარტებზე,ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე შევიმუშავეთ მიზნები, დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი  კითხვები სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისად.
დღე4- განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
დღე5-გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზეტანციის ძირითადი ელემენტები,შევქმენით ვებ-ბლოგები.
დღე6-ვისაუბრეთ კავშირებზე,დაწყვილებაზე,გაზიარებაზე,მოვაწყვეთ პრეზენტაციები,ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ-ეთიკურ ნორმებზე,ინტერნეტიდან სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.
დღე7-ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე,მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესზე.გადავხედეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვას,შევადგინეთ შეფასების ფორმები.
დღე8-განვიხილეთ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება  სასწავლო პროექტში.პროექტის გეგმის განხილვა. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.

დღე9-სასწავლო პორტფოლიოები მოვიყვანეთ სრულყოფაში,განვათავსეთ Googl-ის დოკუმენტებში და ავტვირთეთ ბლოგზე.ვაჩვენეთ პორტფოლიოები ერთმანეთს და შევაფასეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий