პროექტი: ჩვენს სოფელში გავრცელებული მცენარეები
პროექტის სახელწოდება | ჩვენს სოფელში გავრცელებული მცენარეები |
პროექტის მთავარი იდეა(თემა ) | მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან და შეისწავლიან თავისი სოფლის მცენარეებს. |
პროექტის აქტუალობა | მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მცენარეების შეგროვების,მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მცენარეთა დაჯგუფების უნარი. |
პროექტის მიზნები | მოსწავლემ შეძლოს მოიპოვოს მასალა ადგილობრივ გარემოში მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ,გაანაწილოს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით. |
შეფასების საგანი და პროცედურები |
|
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა იციან მცენარეთა აგებულება |
მონაწილეთა ასაკი | VII-IXკლასი.ადგილობრივი მოსახლეობა. |
ვადები/ხანგრძლივობა | 14 დღე |
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას | მასალა ადგილობრივ გარემოში გავრცელებულ მცენარეებზე ცხრილების სახით. |
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები | ინტერნეტი.კომპიუტერი,ციფრული აპარატი,ტყეში სამოძრაო შესაბამისი აღჭურვილობა/ |
პროექტის მსვლელობა | აქტივობა 1 .მასალის შეგროვება სოფელში გავრცელებულ მცენარეებზე ადგილობრივი მოსახლეობისგან.(4დღე) აქტივობა2. ბუნებაში გასვლა.ტყეების მინდვრების დათვალიერება მცენარეთა ნაცნობი სახეობების ჩანიშვნა.უცნობი მცენარეებისათვის სურათების გადაღება(5დღე) აქტივობა 3 .ფოტოზე აღბეჭდილი უცნობი სახეობების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ საიტების საშუალებით.(3დღე) აქტივობა 4 .მცენარეთა სახეობების დაჯგუფება შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში. ცხრილების შექმნა(2დღე) |
ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი | ბუნ.VII.7.მოსწავლე მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამისს ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით. |
პროექტის ფასილიტატორი | ბიოლოგიის მასწავლებელი:დესპინე გრძელიშვილი |
ფასილიტატორი ს ელ-ფოსტა | despinegrdzelisvili@gmail.com |
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი |
პროექტის შეფასების სქემა
მოსწავლე | პროექტის მიზანი(0-2) | კვლევის გეგმის შემუშავება(0-2) | საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება(0-2) | კვლევის ჩატარება(0-2) | მონაცემების აღრიცხვა(0-2) | ქულათა მაქსიმალური რაოდენობა10 | |
გაკვეთილის შეფასების სქემა
1-4 | 5-6 | 7-8 | 9-10 | |
მოსწავლე მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაცის დონეებზე | მოსწავლე არასწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციისდონეებზე. | მოსწავლე ხარვეზებით მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე. | მოსწავლე ძირითადად სწორად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე. | მოსწავლე სრულყოფილად მსჯელობს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებზე |
მოსწავლე სხვადასხვა საშვალებებით გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს(უჯრედი,ქსოვილი, ორგანო,ორგანიზმი.) | მოსწავლე ვერ ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები. | მოსწავლე ხარვეზებით ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახონ სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები. | მოსწავლე ძირითადად ახერხებს სხვადასხვა საშუალებებით გამოსახონ სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები. | მოსწავლე სრულყოფილად გამოსახავს სხვადასხვა საშუალებებით სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს. |
გაკვეთილის თემა | უჯრედი-ქსოვილი-ორგანო-ორგანიზმი |
მოსწავლეთა პროფილი | მე-7 კლასი.1 მოსწავლე.კლასში არ არის სპეციალურიგანათლების საჭიროების მქონე მოსწავლე. |
საკითხის მნიშვნელობა/ აქტუალობა | ეს საკითხი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ ყოფა-ცხოვრებაში. |
მიზნები და შედეგები | მოსწავლემ შეძლოს იმსჯელოს და სხვადასხვა საშუალებით გამოსახოს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები-უჯრედი- ქსოვილი-ორგანო-ორგანიზმი. აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება. · ბუნება.VII.5 |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლემ იცის ადამიანის ორგანოები,მცენარის ორგანოები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ზეპირი პრეზენტაცია.მოსწავლე შეფასდება შეფასების რუბრიკით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ტექსტი,პრეზენტაცია,კომპიუტერი. |
· გაკვეთილის მსვლელობა | · · აქტივობა1 -წინარე ცოდნის აქტივაცია შემდეგი კითხვებით: · 1.ჩამოთვალე ადამიანის ორგანიზმის · ორგანოები. · 2.ჩამოთვალე ვაშლის ხის ორგანოები. · 3.რა ნაწილებისაგან შედგება ფოთოლი? · 4.შენი აზრით ფოთლის ფირფიტა რისგან შედგება? · მოსწავლე გამოთქვამს თავის მოსაზრებას/ · ვარაუდს.(10წთ.) · აქტივობა 2 .-პრეზენტაციასლაიდშოუ-უჯრედი-ქსოვილი- ორგანო-ორგანიზმი(10წთ.) · აქტივობა3 -კითხვა-პასუხი. · 1.ჩამოთვალე სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები.შეადგინე სქემა კომპიუტერში. · 2.თუ შეიძლება უჯრედი იყოს ორგანიზმი?დაასახელეთ მაგალითები.(10წთ/) · აქტივობა5 -სავარჯიშოების შესრულება(8წთ) · აქტივობა6 -საშინაო დავალება.მოსწავლეს დავალებად ვაძლევ შეისწავლოს სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი. ყურადღება გაამახვილოს ტერმინებზე: უჯრედი, ქსოვილი, ორგანო,ერთუჯრედიანი,მრავალუჯრედიანი.(2წთ) · შეფასება .-მოსწავლის შეფასება.(5წთ) |
Комментариев нет:
Отправить комментарий